მთავრობის დადგენილებით, 2020 წლიდან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მომსახურება ფიზიკური პირებისთვის თვეში 40 თეთრამდე გაძვირა. 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი დადგენილებით, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 50 თეთრი იყო.

112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ერთნაირი იქნება. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

2019 წლის ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ფაქტი, რომ სატელეფონო აბონენტები 112-ს მოსაკრებელს მთავრობის დადგენილებით იხდიან. სასამართლომ წლის ბოლოდან ძალადაკარგულად ცნო სადავო ნორმები და საქართველოს პარლამენტს დაავალა, კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოეწესრიგებინა.