თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.

31 დეკემბრის თბილისის მეტრო 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო 03:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ გადაიყვანს. გარდა ამისა, 76 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი, საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ავტობუსები მგზავრებს პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.

თბილისის მეტრო გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს შობის ღამესაც და მგზავრებს 04:00 საათამდე მოემსახურება.

დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს ავტობუსების შემდეგი ნომრები მოემსახურება: #1, #2, #3, #4, #6, #7, #8, #10, #11, #12, #13, #14, #15, #18, #19, #20, #22, #23, #25, #27, #28, #30, #31, #34, #36, #37, #39, #40, #41, #42, #43, #44, #45, #47, #48, #49, #52, #53, #55, #56, #58, #59, #60, #62, #63, #66, #68, #70, #71, #73, #74, #75, #76, #77, #78, #79, #80, #82, #84, #87, #88, #90, #91, #95, #99, #101, #103, #104, #106, #108, #109, #110, #112, #121, #122 და #140.