ჩვენი 10 ნიუსი, რომელიც ყველაზე ხშირად გააზიარეს
2019 წელი პოლიტიკურად ძალიან ცხელი აღმოჩნდა. შესაბამისად, დროა, რომ გასული წლის 10 ნიუსი შევაჯამოთ, რომელმაც ჩვენი მკითხველის დიდი ყურადღება დაიმსახურა და ყველაზე ბევრი გაზიარებაც ჰქონდა.
10. დოკუმენტების მიხედვით, თადუმაძემ 1994 წელს დაფუძნებულ უნივერსიტეტში 1993 წელს ჩააბარა — TI - 9,470 გაზიარება
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიიჩნევს, რომ მოქმედი გენერალური პროკურორისა და უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა გამოიკვეთა. ორგანიზაციამ ამ საკითხზე კვლევა და დოკუმენტების ასლები გაასაჯაროა.
დიპლომის მიხედვით, თადუმაძე სასწავლებელში 1993 წელს ჩაირიცხა, თუმცა უნივერსიტეტის დაარსების თარიღად 1994 წელია მითითებული.
9. ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანპორტით, ყველა არის ბედნიერი და გახარებული — კალაძე ახალ ავტობუსებზე - 9,885 გაზიარება
პირდაპირ ჩართვაში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, კალაძემ განაცხადა, რომ ესაუბრა მოქალაქეებს, რომლებიც ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ და ბედნიერები არიან.
9 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ავტობუსების პრეზენტაციაზე ასევე თქვა, რომ შეძენილი 220 ერთეულიდან 60 უკვე თბილისშია და ისინი მოემსახურებიან მოსახლეობას.
8. დაგვანახეთ, რომ არ ვართ მარტო — გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს - 10,039 გაზიარება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი მხარდამჭერები აქციას მართავდნენ, რა დროსაც გაფრინდაშვილის ცოლმა ემოციური განცხადება გააკეთა — "რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა; ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, ვიკრიბებით კვირას".
7. საქართველოს კინოთეატრებმა რუსულად გახმოვანებული ფილმების ჩვენება შეწყვიტეს - 12,182 გაზიარება
საქართველოში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური აქციების პარალელურად საქართველოს კინოთეატრებში რუსულად გახმოვანებული ფილმების ჩვენება შეწყვიტეს.
6. ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია - 12,707 გაზიარება
28 დეკემბერს, 48-დღიანი პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს.
"საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება", — წერდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
5. ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის ფინალზე ისტორიული ოქრო მოიპოვეს - 12,845 გაზიარება
ქალაქ ტურინში ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ქართველმა წყვილმა, გიორგი რევიამ და მარია კოზაკოვამ ოქროს მედლები მოიპოვეს. უინიორების კატეგორიაში მათ ამერიკელ და რუს მეტოქეებს აჯობეს.
4. ფორმულა კრეატივის ტელევიზიამ მაუწყებლობის უფლება მოიპოვა - 14,490 გაზიარება
ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლების მისაღებად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 13 აგვისტოს მიმართა, თუმცა შევსებულ დოკუმენტებში ხარვეზი დაუდგინდა და გამოსასწორებლად ვადა მისცეს.
29 აგვისტოს კი ფორმულა კრეატივის ტელევიზიამ მაუწყებლობის უფლება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ტელევიზიის დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ მიაწოდა.
3. ნათელაშვილი: წმინდა ნინოს რომ სცოდნოდა, ზურაბიშვილი მის გზას დაადგებოდა, აღარ ჩამოვიდოდა - 16,294 გაზიარება
კიდევ კარგი, წმინდა ნინომ არ იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მის გზას დაადგებოდა, თორემ აღარ ჩამოვიდოდა საერთოდ — ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
2. ქუთაისის მე-14 სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადაიხადეს და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ - 20,841 გაზიარება
ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა წელს ბანკეტი არ გადაიხადეს. ისინი ბანკეტის ნაცვლად ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. კლასის დამრიგებელმა, ნანა გოგორიშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ მოსწავლეებმა ინიციატივა თავად გამოიჩინეს.
1. პუტინის გინების გამო ჯგუფი ЛАСКОВЫЙ МАЙ საქართველოში ჩამოსვლაზე სამუდამოდ უარს ამბობს - 26,671 გაზიარება
რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინების გამო ჯგუფი Ласковый май საქართველოში გასტროლებზე სამუდამოდ უარი თქვა. ინფორმაცია ჯგუფის პროდიუსერზე, ანდრეი რაზინზე დაყრდნობით რუსული გამოცემა ტელეპროგრამამ გაავრცელა.
ასევე შეგიძლიათ ნახოთ:
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები