წლის ბოლოს გადავწყვიტეთ ის სტატიები გვეჩვენებინა, რომლებიც ყველაზე ხშირად მოხვდა თქვენს კედლებზე. წარმოგიდგენთ On.ge-ის 2019 წლის ყველაზე გაზიარებად 10 სტატიას:

1. პუტინის გინების გამო ჯგუფი Ласковый май საქართველოში ჩამოსვლაზე სამუდამოდ უარს ამბობს / 26 671 გაზიარება

ფოტო: ТАСС

ივლისის დასაწყისში, ჯგუფმა Ласковый май საქართველოში გასტროლებზე სამუდამოდ უარი თქვა. ამ რუსული ჯგუფის ქართველმა ფანებმა, თუ ასეთები არსებობენ, პასუხი გიორგი გაბუნიას უნდა მოსთხოვონ, რომელმაც ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.

2. ტესტი: ხარ თუ არა სამზარეულოში შესაშვები? / 26 087 გაზიარება

ფოტო: Warner Bros

როცა სამზარეულოს ომებისთვის ეს ქვიზი გავაკეთეთ, მის ასეთ წარმატებას ნამდვილად არ ველოდით. თან, ვეცადეთ, რომ გათვლა პროფესიონალებზე გვქონოდა და არა იმათზე, ვინც არაჩვეულებრივ ომლეტს აკეთებს.

3. ქუთაისის მე-14 სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადაიხადეს და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ / 20 841 გაზიარება

წელს ყველას დაამახსოვრეს თავი ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს, რომ ბანკეტის ჩატარების ნაცვლად ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარები გაეხარებინათ.

4. ტრავმირებულ ზღარბს აგრარულის კლინიკაში პაწაწინა ფიქსატორით მკურნალობენ / 17 061 გაზიარება

ფოტო: ანა ლუკიანოვა / საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა

ბადარა ზღარბის ამბავი გულთან აგრარული კლინიკის თანამშრომლებმა და თითქმის მთელმა საქართველომ მიიტანა.

5. ელოდეთ კარგად დავიწყებულ ძველ სახეებსაც — ჩემი ცოლის დაქალები 8 მარტს ბრუნდება / 16 706 გაზიარება

ფოტო: ჩემი ცოლის დაქალები / ფორმულა კრეატივი

სერიალის წინა, მეთხუთმეტე სეზონს ჩვენი მკითხველი და შოუს მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. სწორედ ამ სეზონში დაბრუნდა სერიალში ცოტნე ცოტაშვილი, იგივე გიორგი ბახუტაშვილი.

6. ნათელაშვილი: წმინდა ნინოს რომ სცოდნოდა, ზურაბიშვილი მის გზას დაადგებოდა, აღარ ჩამოვიდოდა / 16 294 გაზიარება

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას იქამდე გამოეხმაურა, სანამ საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ნინოს გზას მართლაც გაივლიდა.

7. ფორმულა კრეატივის ტელევიზიამ მაუწყებლობის უფლება მოიპოვა / 14 490 გაზიარება

წელს საქართველოში ტელე-მედიების რაოდენობამ იმატა, რასაც ქართული საზოგადოება როგორც ჩანს დიდი ინტერესით შეხვდა.

8. ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის ფინალზე ისტორიული ოქრო მოიპოვეს / 12 845 გაზიარება

ფოტო: Grand Prix Final

წლის ბოლოს ქართველმა წყვილმა, გიორგი რევიამ და მარია კოზაკოვამ გვასახელეს და ქალაქ ტურინში ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ოქროს მედლები მოიპოვეს. მათ უინიორების კატეგორიაში ამერიკელ და რუს მეტოქეებს აჯობეს. როგორც ხედავთ, უკვე ჰაეროვან სპორტის სახეობებში მიღწეული წარმატებებითაც ვამაყობთ.

9. ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია / 12 707 გაზიარება

ფოტო: საქართველოს მთავრობა

28 დეკემბერს, 48-დღიანი პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ახალ წლამდე სამი დღით ადრე ეს ამბავი ქართველი ექიმის უამრავმა მხარდამჭერმა სიამაყით გააზიარა თავის კედელზე.

10. საქართველოს კინოთეატრებმა რუსულად გახმოვანებული ფილმების ჩვენება შეწყვიტეს / 12 182 გაზიარება

ფოტო: ქუთაისის მერია

23 ივნისიდან, საქართველოს კინოთეატრებში რუსულად გახმოვანებული ფილმები აღარ გადის. კინოსეანსები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი.