ავტონაწილებისა და ავტოსერვისის პროვაიდერი კომპანია "პრემიქსი" მომხმარებლებს საახალწლოდ ასაჩუქრებს და ფრანგული ბრენდის, TOTAL-ის საცხებსაპოხი საშუალებების ნებისმიერ შენაძენზე, ყოველ მეხუთე ლიტრს საჩუქრად გადასცემს. აქციაში ჩართული მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ 15%-მდე ფასდაკლებას საავტომობილი ფილტრებზე. შეთავაზება "პრემიქსის" ყველა ფილიალში 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს.

TOTAL-ი წარმოების სიდიდით მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობკორპორაციებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს, გამოირჩევა მრავალფეროვნებით, მოიცავს სხვადასხვა სამომხმარებლო ბაზარს, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა პროდუქციით: საავტომობილო ძრავის და გადაცემათა კოლოფის ზეთები, ინდუსტრიული საცხებ-საპოხი საშუალებები და სხვადასხვა გამოყენების სამრეწველო ქიმიკატები.

ქართულ ბაზარზე, მომხმარებლებში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნით სარგებლობს QUARTZ RACING 10W-60, რომელიც სპეციალურად შექმნილია BMW M sports სერიის ავტომობილებისთვის, განკუთვნილია ტურბო კომპრესორიან და მრავალსარქველიან ძრავებზე. აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის ტურბინიან ძრავებში გამოიყენება შედარებით თხელი სიბლანტის ზეთი, TOTAL-ის ინოვაციური ფორმულა QUARTZINEO DYNAMICS 0W-20 აღიარებულია სხვადასხვა მწარმოებლის მიერ. მაგალითად, Aston Martin-ის ქარხანა V12 Twin Turbo ტიბის ძრავიან მოდელებში გამოიყენებს ამ ზეთს და მომხმარებლებს ურჩევს, რომ შემდომშიც ეს ზეთი ჩაასხან ძრავაში. ამავდროულად პროდუქტის გამოყენება BMW ჯგუფის მიერ წარმოებულ ავტომობილებშია შესაძლებელი.

მწარმოებლის დაშვება ვრცელდება BMW LL-17FE + ტიპის მახასიათებლების მქონე მოდელებზე. Jaguar-ი და Land Rover-ი ასევე გამოიყენებენ ამ ზეთს STJLR.51.5122 დაშვების მოქნდე ავტომობილების ძრავებში. QUARTZ INEO DYNAMICS 0W-30 ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურ მოხმარებას. პროდუქტის გამოყენება BMW ჯგუფის მიერ წარმოებულ ავტომობილებშია შესაძლებელი; მწარმოებლის დაშვება ვრცელდება BMW LL-12FE ტიპის მახასიათებლების მქონე მოდელებზე. კიდევ ერთი ფორმულა, რომელიც იდეალურად შეესაბამება ჰიბრიდული ავტომობილების ძრავებს QUARTZ 9000 FUTURE FGC 5W-30 ძრავს იცავს ცვეთისგან და ნადებისგან, აუმჯობესებს სამშრიანი კაალიზატორის მუშაობას და იცავს მას დაზიანებებისგან, შედეგად, ავტომობილის ძრავი გამოყოფს ნაკლებ მავნე ნივთიერებებს - NOx, HC და CO-ს. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს ზეთი პასუხობს ცნობილი მწარმოებლების: FORD, GENERAL MOTORS, HONDA, TOYOTA და MITSUBISHI-ს ტექნიკურ მოთხოვნებს.

ავტონაწილებისა და ავტოსერვისის პროვაიდერი კომპანიია, "პრემიქსი" TOTAL-ის პროდუქციის ოფიციალური დილერია საქართველოში.