27 დეკემბერს დისნეის გახმაურებული სერიალის, The Mandalorian-ის პირველი სეზონის ბოლო, მერვე ეპიზოდი გამოვიდა და ერთგულმა მაყურებლებმა მაშინვე მეორე სეზონზე დაიწყეს ფიქრი.

საბედნიეროდ, სერიალის გაგრძელების შესაძლებლობის ირგვლივ არსებულ კითხვებს რეჟისორმა, ჯონ ფავროვ წერტილი დაუსვა და პირველი სეზონის დასრულებიდან რამდენიმე საათში ტვიტერის საშუალებით დაადასტურა, რომ The Mandalorian-ის მეორე სეზონს მალე ვიხილავთ.

The Mandalorian-ის პრემიერა ახალ სტრიმინგ პლატფორმაზე Disney+ 12 ნოემბერს შედგა და სატელევიზიო შოუების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროექტი გახდა. ამას ცხადყოფს თუნდაც ის ფაქტი, რომ სერიალის პატარა გმირი, იოდა 2019 წლის ყველაზე საყვარელ მოვლენად იქცა.

დისნეის ეს ახალი პროექტი ვარსკვლავური ომების სამყაროში განვითარებული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომლის პირველი სეზონის დასასრულმაც მილიონობით მაყურებელს უამრავი კითხვა გაუჩინა, შესაბამისად სერიალის შემქმნელებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მომავალ სეზონს, რომლის პრემიერაც 2020 წლის შემოდგომაზე შედგება, კიდევ უფრო მეტი მაყურებელი დაელოდება მოუთმენლად.