გასული ათწლეული გამორჩეულად ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა ქართული საგამომცემლო სფეროსთვის: ბოლო წლებში წიგნის მაღაზიების თაროებზე ერთიორად გაიზარდა ახალი გამოცემების რაოდენობა, რასაც თუნდაც ისიც მოწმობს, რომ თბილისსა თუ რეგიონებში წიგნის მაღაზიებსა და სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალებს იმაზე გაცილებით ხშირად ვაწყდებით, ვიდრე წლების წინ.

ქართული გამომცემლობები მთელი წლის განმავლობაში ცდილობენ მკითხველებს მუდმივად ახალი და საინტერესო საკითხავი შესთავაზონ, რის გამოც ლიტერატურის ქართველი მოყვარულები ბოლო წლებში განსაკუთრებულად განებივრებულები იყვნენ უახლესი თარგმანებითა თუ თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებებით.

ახლა გთავაზობთ გასული ათწლეულის ლიტერატურული ტენდენციების შესაფასებლად სამი ცნობილი ქართული წიგნის მაღაზიის სტატისტიკას გადავავლოთ თვალი, თუ რომელ წიგნებს ყიდულობდნენ მკითხველები ყველაზე ხშირად 2010-2019 წლებში.

წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას ტოპ 10 ბესტსელერი წიგნი

ფოტო: სანტა ესპერანსა

10. Obole — აკა მორჩილაძე

9. კაფკა პლაჟზე — ჰარუკი მურაკამი

8. ქართულის რვეულები, XIX საუკუნის სურათები — აკა მორჩილაძე

7. ტყეების მეფე — დათო ტურაშვილი

6. ნუ მოკლავ ჯაფარას — ჰარპერ ლი

5. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა — ჯ.კ. როულინგი

4. წრიპა ბიჭის დღიური — ჯეფ კინი

3. საოცრება — რ.ჯ.პალაციო

2. ჯინსების თაობა — დათო ტურაშვილი

1. მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება) — თემურ ბაბლუანი

წიგნის მაღაზია პარნასის ტოპ 10 ბესტსელერი წიგნი

ფოტო: პარნასი

10. გურული დღიურები — გიორგი კეკელიძე

9. შიმშილი — კნუტ ჰამსუნი

8. ბოლო ზარი — ლაშა ბუღაძე

7. ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები — აკა მორჩილაძე

6. ალი და ნინო — ყურბან საიდი

5. კლასობანა — ხულიო კორტასარი

4. ჯინსების თაობა — დათო ტურაშვილი

3. სხეულის ენა — ალან პიზი, ბარბარა პიზი

2. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა — ჯ.კ. როულინგი

1. სამი მეგობარი — ერიხ მარია რემარკი

წიგნის მაღაზია ლატერნას ტოპ 10 ბესტსელერი წიგნი

ფოტო: ლატერნა

10. მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება) — თემურ ბაბლუანი

9. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა — ჯოან როულინგი

8. უცხო — ალბერ კამიუ

7. სამოსელი პირველი — გურამ დოჩანაშვილი

6. ალქიმიკოსი — პაულო კოელიო

5. კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... — ჯერომ სელინჯერი

4. ყვავილები ელჯერნონისთვის — დენიელ კიზი

3. ცხოვრება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როცა ,,მე ვარ" ; ჭეშმარიტების სამყაროში — გიორგი გურჯიევი

2. როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე — დეილ კარნეგი

1. ჯინსების თაობა — დათო ტურაშვილი