ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხესთან, ილუმინაციები და ელექტრო გაყვანილობა დააზიანეს.

"მაშინ, როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელის, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა", — აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.