ნორვეგიელი მწერალი და პრინცესა მარტა ლუიზის ყოფილი ქმარი არი ბენი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი სავარაუდო თვითმკვლელობაა. მას სამი შვილი ჰყავდა.

ინფორმაცია მწერლის მენეჯერმა გაავრცელა:

"დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ დავკარგეთ უახლოესი ადამიანი არი ბენი. გთხოვთ პატივი სცეთ ოჯახის პირად სივრცეს ამ უმძიმეს წუთებში".

ბენი ერთ-ერთია იმ კაცებიდან, რომელმაც 2017 წელს ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა:

"ჩვენ სასიამოვნოდ ვისაუბრეთ, ის ჩემ გვერდით იჯდა. ხუთი წუთის შემდეგ მითხრა: "მოდი გავიდეთ, და სიგარეტი მოვწიოთ". ამის შემდეგ მაგიდის ქვეშ ხელი შეყო და კვერცხებზე მომიჭირა".

კიდევ ერთი პირი, რომელმაც სპეისი სექსუალურ შევიწროებასა და თავდასხმაში დაადანაშაულა, მანუალური თერაპევტი (იგივე მასაჟისტი) იყო, რომელიც სექტემბერში გარდაიცვალა. 2019 წლის ზაფხულში კევინ სპეისის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე შეწყდა, რადგან მომჩივანმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მეხუთე შესწორების უფლება გამოიყენა.

კევინ სპეისი მის მიმართ არსებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. მან 24 დეკემბერსფრენკ ანდერვუდის პერსონაჟის სახელით მსოფლიოს შობა მიულოცა. ვიდეოს სათაური KTWK იყო, რაც იშიფრება, როგორც kill them with kindness — სიკეთით განაიარაღე.