დღეს, 27 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა.

გარდა ძირითადი თემისა, ფესტივალის თანმდევი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა იქნება და საღამოს 7 საათზე ბიბლიოთეკაში საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესია, ეთნიკური უმცირესობები და მწერლები ღია მიმართვებს გაავრცლებენ.

ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 27 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.