გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 და 29 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. მომდევნო ორი დღის განმავლობაში გუდაურში მოსალოდნელია 0 და -2 გრადუსი ტემპერატურა. ბაკურიანში თოვა მოსალოდნელია ღამის საათებში, ტემპერატურა კი -3 და -4 გრადუსამდე დაეცემა. სააგენტოს პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავები და მეწყერის გააქტიურება გამოიწვიოს.

27 დეკემბერს, დღის ბოლოდან 28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია ქარის გაძლერება და 3-4 ბალიანი ღელვა.