ჩვენ ვალის გადახდას გვთხოვენ, იმედსა და რუსთავი 2-ს ათწლიან რესტრუქტურიზაციას — ნინო ჯანგირაშვილი
ტელეკომპანია კავკასიის დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანიებს, იმედსა და რუსთავი 2-ს რამდენიმე მილიონიანი ვალის ათწლიან რესტრუქტურიზაციას სთავაზობს. ამის შესახებ მან ფინანსთა მინისტრისა და ინკასოდადებული მაუწყებლების დირექტორების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯანგირაშვილი ამბობს, მისი მოთხოვნა უცლელი რჩება. ის მოითხოვს, რომ დღესვე მოეხსნას ინკასო ტელევიზიებს და შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ ზუსტი ინფორმაცია გაასაჯაროვოს იმაზე, თუ ვალის გადახდის რა გრაფიკს სთავაზობს არხებს.
"ჩემი ვარაუდები დადასტურდა. საუბარია ვალის ათწლიან რესტრუქტურიზაციაზე. ფაქტიურად ეს არის ჩუქება. ოღონდ ის წუხს, რომ ან ეს ათწლიანი როგორ უნდა გადაიხადონ რუსთავი 2-მა და იმედმა და რა ვქნაო, ხო არ დაიუხურებაო. დადასტურდა ჩემი ვარაუდი იმის შესახებ, რომ არანაირი ფორმალური დოკუმენტი არ არსებობს, რომელმაც მაგალითად, გაყო იმედის ძველი და ახალი ვალი. ეს არის ერთიანი ვალი, მაგრამ რატომღაც გაყოფილია მინისტრის წმინდა წერილით. წერილი რომელიც მან სააგენტოში გამოაქვეყნა არც ბრძანებულებაა და არც არაფერია", — განაცხადა ჯანგირაშვილმა.
ფინანსთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ტელეკომპანია პირველის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ. როგორც ინგა გრიგოლია ამბობს, მინისტრთან შეხვედრისას პროტესტი გაუჩინა იმან, რომ ვანო მაჭავარიანს "არ აინტერესებდა" რატომ იყვენენ მისულები ტელემაუწყებლების დირექტორები.
25 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა TV პირველს, კავკასიასა და რუსთავი 2-ს და ერთ-ერთ რეგიონულ მაუწყებელს ინკასო დაადო. ამით ტელევიზიებს ფინანსური ოპერაციები შეეზღუდათ.
ფინანსთა სამინისტროში არ ამხელენ, ზუსტად რომელ ტელევიზიებს დაადეს ინკასო. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს კომერციული საიდუმლოა. ინკასოდადებული ტელევიზიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა TV პირველის, კავკასიისა და რუსთავი 2-ის წარმომადგენელები ინფორმაციას ადასტურებენ.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
-
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
კომენტარები