შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ, როდესაც ლეონარდო დი კაპრიომ რევენანტში შესრულებული როლისთვის ოსკარი მიიღო, ყველა ელოდა მის მომდევნო ფილმს.

სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ფილმში ლეონარდო დიკაპრიო 50-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროდიუსერს, სემ ფილიპსს განასახიერებს.

ფოტო: Mefford Jewelers

სწორედ ფილიპსის სახელს უკავშირდება ისეთი ცნობილი მუსიკოსების აღმოჩენა, როგორებიც იყვნენ ელვის პრესლი, ჯონი ქეში, ჯერი ლი ლიუისი და სხვები.

პროექტს საფუძვლად დაედება პიტერ გურალნიკის წიგნი „სემ ფილიპსი - ადამიანი, რომელმაც როკ-ენ-როლი შექმნა."

პროექტის პროდიუსერი თავად ლეონარდო და მისი კომპანია Appian Way იქნება, რომელიც Paramount-თან ერთად იმუშავებს ფილმზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია პრემიერის თარიღი.