ახალი წელი ბავშვობიდან ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ზამთრის დადგომისთანავე ისევე როგორც პატარაობაში, ახლაც მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს თავში — როდის დავდგამ ნაძვის ხეს და როგორ მოვრთავ სახლს. საახალწლო ორომტრიალში ეს ნამდვილად ყველაზე სასიამოვნო პროცესია.

საახალწლო სამზადისი მაბედნიერებს და ამ დროს ყოველთვის მიჩნდება სურვილი, ყოველ წელს ახალ-ახალი დეკორაციები მოვიფიქრო, რითიც მეც გავხალისდები და გარშემომყოფების განწყობაც გაუმჯობესდება. თუ საახალწლო გაფორმებაზე ფიქრს თქვენც მეტ დროს დაუთმობთ, აუცილებლად შეძლებთ თქვენს სახლში ნებისმიერი პატარა კუთხეც კი საუცხოოდ მოაწყოთ.

სახლის ამბებს როცა დაასრულებთ, არ უნდა დაგავიწყდეთ სამუშაო ოფისის მორთვა. სამსახური ხომ ის ადგილია, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებთ. გაფორმებული გარემო საახალწლო განწყობის შენარჩუნებაში გვეხმარება და დღეს გვიხალისებს, იზრდება თქვენი კრეატიულობა და შრომისუნარიანობა.

ოფისი კომპანიის სახეა და როდესაც ინტერიერში რაღაც უნიკალურია, ეს სხვების თვალში ძალიან ეფექტურად ჩანს. ამ სტატიაში გიჩვენებთ, თუ როგორ მოემზადნენ ქართული კომპანიები 2020 წლისთვის.

1. კლიპ-არტი

2. ტერაბანკი

3. ნენსკრა ჰიდრო

4. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

5. ვიონი საქართველო

6. სულაკაურის გამომცემლობა

7. გრინვეი

8. საქართველოს ფოსტა

9. PSP

10. გალფი