ხორვატიაში ნაბახუსევის მუზეუმი გაიხსნა
ნაბახუსევი ის ერთ-ერთი შემაწუხებელი კომპონენტია, რომელიც ახალ წელს სდევს. თავის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება — მოკლედ ნამდვილი ტანჯვაა. საბედნიეროდ, ქართველებს იმაში მაინც გაგვიმართლა, რომ ბორჯომი გვაქვს. თუმცა, დანარჩენ მსოფლიოს ნაბახუსევის გადასატანად სხვა საშუალების მოძებნა უწევს.
მაგალითად, ზაგრებში მცხოვრებმა ერთმა სტუდენტმა ნაბახუსევის მუზეუმი გახსნა და როგორც კარგი ისტორიების დიდი უმრავლესობა, ესეც მეგობრებთნ ერთად დალევით დაიწყო.
ერთ საღამოს, ხორვატიელი უნივერსიტეტის სტუდენტი, რინო დუბოკოვიჩი, მეგობრებთან ერთად დასალევად იყო წასული, სადაც მეგობრებმა ნაბახუსევის დროს გადამხდარი სასაცილო ისტორიები გაიხსენეს. სწორედ ამ დროს მოუვიდა რინოს იდეა, რომ სიმთვრალეში მოპოვებული ნივთები სპეციალურ მუზეუმში გამოეფინა და მათი შეგროვების ისტორია მოეყოლა.
ექვსი თვის შემდეგ, ზუსტად იმ შენობაში სადაც სტუდენტები დათვრნენ, ნაბახუსევის მუზეუმი გაიხსნა. გამოფენაზე ის ნივთებია შეგროვებული, რასაც გიჟური ღამის შემდეგ ოთახში პოულობენ ხოლმე. მათ შორისაა სათვალე, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, სამყარო ისე დაინახოს, როგორც მთვრალი ადამიანი ხედავს. იქვეა სალაპარაკო სივრცე, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთი ყველაზე ცუდი სიმთვრალის ისტორიები ერთმანეთს გაუზიარონ.
ახლად გახსნილი მუზეუმის მიზანია, რომ დამთვალიერებლებს ალკოჰოლის როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარე დაანახოს
დაფა, სადაც დამთვალიერებლები საკუთარ ანეკდოტებს ამატებენ
დამთვალიერებლებს ხშირად ნაპოვნ ნივთებზე ძალიან ეცინებათ
გამოფენის ერთ-ერთი ნივთი ველოსიპედის პედალია, რომელიც დუბოკოვიჩის მეგობარმა დილით ჯიბეში იპოვა
დამთვალიერებლები ნაბახუსევის სათვალით
მუზეუმი პირველ დეკემბერს გაიხსნა და დუბოკოვიჩის თქმით ჯერ სატესტო რეჟიმშია. ხორვატიელებისთვის ეს პირველი არაორდინალური მუზეუმი ნამდვილად არ არის. მაგალითად, 2010 წელს გულგატეხილი წყვილებისთვის მუზეუმი გახსნეს, სადაც ყოფილი პარტნიორის ნაჩუქარი ნივთებია თავმოყრილი. ასე რომ, თუ ზაგრებში მოგზაურობას გადაწყვეტ, შეგიძლია ყოფილი შეყვარებულის ერთი-ორი ნივთი საიდუმლოდ გააყოლო.
დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე იაფი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.
-
გადახედვამზის სისტემაში შეიძლება ერთით მეტი პლანეტა იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში შეიძლება ერთით მეტი პლანეტა იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
კომენტარები