თავისუფალი საქართველოს წევრმა, გოგი წულაიამ ქუთაისში მესხიშვილის თეატრთან აქცია-პერფორმანსი გამართა და ბუჩქებთან პლაკატები მიიტანა წარწერით — ფრთხილად! კულტურული მემკვუდრეობის ძეგლია! ამ ფორმით წულაია ქუთაისის მერიის ზედამხედველოსბის სამსახურის მიერ მისი და მოძრაობა გაბედეს აქტივისტის1000 ლარით დაჯარიმებას გამოხმაურა.

როგორც წულაია აცხადებს, მერიის ეს გადაწყვეტილება "უგუნურებაა".

"ქუთაისის მერია ფიქრობს, რომ 1000 ლარით დამაჯარიმოს. ესაა მისი უგუნური გადაწყვეტილება. ბუჩქზე ფურცლის დაკიდება ჯარიმდება თურმე 1000 ლარით და ხის მოჭრა ჯარიმდება 500 ლარით. ამაზე დიდი უგნურება, არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება ჩაიდინო", — განაცხადა გოგი წულაიამ.

მოძრაობა გაბედეს აქტივისტი და თავისუფალი საქართველოს წევრი გოგი წუალაია მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ისაა, რომ მათ ბუჩქზე პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სათამაშოები დაკიდეს.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სურათები კულტურული მემკვიდრეობის არეალში დაკიდეს.