რობერტ პატინსონის თქმით, თუ მისი ბეტმენი არ გაამართლებს, პორნოში წავა
როგორც უკვე ვიცით, რეჟისორი მეთ რივზი კიმიქსების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერგმირის, ბეტმენის შესახებ ახალ ფილმს იღებს და მასში მთავარ როლებს ისეთი ცნობილი მსახიობები შეასრულებენ, როგორებიც არიან ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი თუ ჯეფრი რაითი.
რაც შეეხება თავად ბეტმენის როლის შემსრულებელს, ეს ყველასათვის კარგად ცნობილი მსახიობი რობერტ პატინსონია, რომელმაც თავი ყველას ჰარი პოტერისა და ბინდის საგის ფილმებში შესრულებული როლებით დაგვამახსოვრა.
ამ არც ისე წარმატებული როლების შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა საკუთარი შესაძლებლობები დამოუკიდებელი და უცხოენოვანი რეჟისორების ფილმებში გამოსცადა: მათ შორისაა, მაგალითად, რობერტ ეგერსის საკმაოდ საინტერესო პროექტი The Lighthouse, რომლის პრემიერაც მალე ქართულ კინოთეატრებშიც შედგება.
არც ისე მეინსტრიმული კინოდან, როგორც ჩანს, პატინსონმა კვლავ ხმაურიან ჰოლივუდურ პროექტებში გადაინაცვალა: მომავალ წელს მას კრისტოფერ ნოლანის ახალ გახმაურებულ ფილმში Tenet ვიხილავთ, 2021 წელს კი კინოეკრანებზე ბეტმენის ახალი ფილმიც გამოვა.
რა თქმა უნდა, ბეტმენის როლს მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:
"არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ როლთან ყოველთვის ვგრძნობდი კავშირს და ძალიან მინდოდა მისი შესრულება. მას რაღაც ძალა აქვს, რაც ყველას იზიდავს", — განაცხადა მსახიობმა ცოტა ხნის წინ The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში.
რობერტ პატინსონის თქმით, ის უკვე დაიღალა ფილმთან დაკავშირებული გაუთავებელი შეკითხვებით:
"რაც არ უნდა თქვა, ხალხს მაინც ერთი რეაქცია აქვს: "აჰ, შე იდიოტო". არადა ჯერ ფილმის გადაღებაც კი არ დაწყებულა. თუმცა ჩემზე მკაცრი კრიტიკოსი საკუთარ თავს არ ჰყავს, ამიტომაც სხვების შეფასებებზე ძალიანაც არ ვდარდობ".
მართალია, ბეტმენის როლი მის კარიერაში უდავოდ დიდ ადგილს დაიკავებს, მაგრამ ეს შეიძლება უარყოფითი მნიშნელობითაც მოხდეს: ბინდის შემდეგ კიდევ ერთ "შეცდომას" მაყურებელი მარტივად არ აპატიებს მას.
ამას რობერტ პატინსონი თავადაც აცნობიერებს და მოვლენების ყველაზე ცუდ განვითარებასაც წინასწარ ელის: იმავე ინტერვიუში იხუმრა, რომ თუ ის ბეტმენის როლზე ჩაფლავდება, კარიერას პორნოში გააგრძელებს, "ოღონდ არტჰაუს პორნოში", დაამატა მსახიობმა.
ბეტმენის ახალი ფილმის გადაღებები 2020 წელს იწყება და მისი პრემიერა 2021 წლის 25 ივნისსაა დაგეგმილი და ჩვენც მაშინ შევძლებთ მისი ახალი როლის შეფასებას.
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
კომენტარები