თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი თეთრის მეათასედით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბონენტები 0,002 თეთრს დაზოგავენ. ახალი ტარიფი — 46,137 თეთრი დედაქალაქის აბონენტებისთვის სემეკმა დღეს, 25 დეკემბერს დაადგინა.

თუ თქვენ თბილისი ენერჯის აბონენტი ხართ და ყოველთვიურად 100 ლარს იხდიდით, ახლა უკვე თითქმის 0,4 თეთრით ნაკლებს, 99,9957 ლარს გადაიხდით.

როგორც სემეკის თავმჯომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, "დედაქალაქის მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ გაიზრდება".

ახალი ტარიფი დედაქალაქის მოსახლეობისთვის 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ამასთან, ვარკეთილაირის აბონენტებისთვის ახალი სამომხმარებლო ტარიფი, თბილისი ენერჯის ტარიფზე ძვირი, 48,678 თეთრი იქნება.