მთავარი არხის ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას ბრალი დაუმძმდება. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურის განცხადებით, დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სსკ 381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე.

რურუას საქმე მოსამართლე რომან ხორავამ განიხილა. იგი18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს.