ანალიტიკურმა კომპანიამ, App Annie-მ გასული ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი აპლიკაციებისა და თამაშების სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასაკვირი არც არის, რომ ლიდერებში ძირითადად თამაშები, სოციალური ქსელები და სატელეკომუნიკაციო აპლიკაციები მოხვდა, მაგრამ არის ერთი პატარა ფაქტორი, რაც საყურადღებოა — Facebook ფაქტობრივად ბოლო ათწლეულის მფლობელია.

App Annie-ს სიაში, ყველა დროის ყველაზე გადმოწერად 4 აპლიკაციას შორის Facebook, Messenger, WhatsApp და Instagram მოხვდა. ამ აპლიკაციებს კი ის აერთიანებთ, რომ ოთხივე ფეისბუქის საკუთრებაა.

იმის ფონზე, რომ ფეისბუქს დღეისათვის საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, ეს მაჩვენებლები საინტერესოა. გაყიდვების ფედერალური კომისია ამჟამად ფეისბუქის საქმეს იძიებს, ამის მიზეზი ისაა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა სოციალური მედიის ბაზარზე ფაქტობრივად ყველა კონკურენტი იყიდა და, კრიტიკოსების თქმით, ბაზარზე უკონკურენტოდ დარჩა.

ძნელი გამოსაცნობი არც სიის დანარჩენი წარმომადგენლებია, მეხუთე ადგილი Snapchat-მა დაიკავა, მეშვიდე ადგილი კი TikTok-მა და აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა ეს ძალიან მცირე დროში მოახერხა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სკაიპმა იუთუბსა და ტვიტერს აჯობა და მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

ათწლეულის თამაშებში Candy Crush Saga და Clash of Clans აღმოჩნდენ, თუმცა ათწლეულის ყველაზე გადმოწერადი თამაში მაინც Subway Surfers გახდა.