პატარა არჩი პირველად გამოჩნდა სამეფო ოჯახის საშობაო ბარათზე. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ბარათი მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს გაუგზავნეს.

შავ-თეთრ ბარათზე 7 თვის არჩი კამერაში ცნობისმოყვარე სახით იყურება, მის უკან კი ნაძვის ხის ფონზე მყოფ დედ-მამას ვხედავთ. ბარათს წარწერაც მოჰყვება:

"ჩვენი ოჯახი თქვენსას ულოცავს შობას და ახალ წელს".

ფოტო: SUSSEXROYAL/PA WIRE

ბარათი ტვიტერზე Queen's Commonwealth Trust-მა გამოაქვეყნა.

ახლადშექმნილი ოჯახი სამეფო ოჯახის ვალდებულებებისგან დროებით თავისუფალია და დღესასწაულებს კანადაში ატარებს. არჩი მაუნტბეტენ-უინძორი 6 მაისს დაიბადა.