უკვე ორი საათია ფეისუბქზე მაღაზია 420-მა პოსტი გამოაქვეყნა და მოქალაქეებს, საქართველოში პირველად, მარიხუანას შეძენა შესთავაზა.

"ჩვენი აზრით, არსებული ვითარება არ შეიცვლება ჩვენი პროტესტის გარეშე, შესაბამისად გადავწყვიტეთ დავუპირისპირდეთ არსებულ უსამართლო კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალურია შეძენა, გაზრდა ან ფლობა კი დასჯადი!" — წერია 420-ის განცხადებაში.

კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, რომ მაღაზიაში მარიხუანის შესაძენად მისულ მყიდველს, სინამდვილეში, შოკოლადს სთავაზობენ. მათი თქმით, ამ ფორმით ქვეყანაში არსებულ უსამართლო კანონმდებლობას უპირისპირდებიან.

მაღაზია 420 თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე (#8) მდებარეობს. ისინი მარიხუანას მოხმარებისთვსი საჭირო აქსესუარებს ყიდიან.