ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ პოლიტიკური მიკერძოებებისაგან თავისუფალი სასამათლო სისტემა და პროკურატურა უზრნველყოს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დიალოგს.

"აშშ მხარს უჭერს დაცულ, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მოგვწონს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებისას მიღწეული პროგრესი და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის სისტემა, რომ თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან. აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები უზრუნველყოფილი იყოს", — ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.