გარემოს ეროვნული სააგენტო 1 კვირის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 24-30 ოქტომბერს საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

24 - 30 ოქტომბერი

24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე წვიმა.

25 - 26 ოქტომბერი

საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა (+2, +7 გრადუსამდე). თბილისის შემოგარენში და კახეთში შესაძლოა თოვლჭყაპიც აღინიშნოს.

27 – 28 ოქტომბერი

ამ დღეებში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20 °- მდე, აღმოსავლეთ საქართველოში +8, +13 ° - მდე მოიმატებს .

29 – 30 ოქტომბერი

შაბათ-კვირას კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.