სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.