უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირი უკრაინისთვის უვიზო რეჟიმს 2016 წლის 24 ნოემბრამდე დააწესებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"მე მჯერა, რომ ევროპის პარლამენტის მხრიდან დამტკიცდება და რატიფიცირდება ის დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოგზაურობის საშუალებას მისცემენ. ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არც კი არ არსებობს. შემიძლია თარიღიც კი გითხრათ, ეს 24 ნოემბრამდე მოხდება" - თქვა მან.

პოროშენკოს მიხედვით, უვიზო რეჟიმის მიღება მას შემდეგ გადაიდო, რაც ევროპის პარლამენტმა და ევროკომისიამ კამათი გამართეს ქვეყნებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირისა და უკრაინის სამიტი გაიმართება.