გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. ისინი ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიდიან ვარდების მოედნისკენ, სადაც ქართული ოცნების ოფისია.

"ამ აქციის მთავარი მოთხოვნაა სამართლიანი, პროპორციოული არჩევნები. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. ეს არაა ოპოზიციის აკვიატება, ესაა მოცემულობა, ის რაც უნდა ხალხს და ის, რაც მიიტაცა ივანიშვილმა... აუცილებლად მოვარჯულებთ ამ ჭირვეულს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს", — თქვა გიგი უგულავამ მსვლელობისას.

ბათუმამდე მსგავსი აქცია გაიმართა ქუთაისში. გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, ეს იქნება 2019 წლის ბოლო აქცია და მათი გამოსვლები უკვე იანვრიდან განახლდება საქართველოს სხვა რეგიონებში.