მალტის აეროპორტში თვითმფრინავი, რომელშიც, სავარაუდოდ, ევროკავშირის წარმომადგენლები ისხდნენ, აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. შედეგად 5 პირია გარდაცვლილი. ინფორმაციას TIMES OF MALTA ავრცელებს.

როგორც თვითმხილველმა გამოცემას აცნობა, თვითმფრინავი აფრენიდან სულ მალე მარჯვენა მხარეს გადაიხარა და პირდაპირ ასაფრენი ბილიკის მიმართულებით დაეშვა. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია.

თვითმფრინავი ლიბიის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მალტის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმებულია.