HBO-ს გახმაურებულ სერიალ Sharp Objects-ში შესრულებული დასამახსოვრებელი როლის შემდეგ ემი ადამსი ახალ ფსიქოლოგიურ თრილერში ბავშვთა ფსიქოლოგად მოგვევლინება, რომელსაც შფოთვითი აშლილობა ტანჯავს.

ფილმის მთავარ გმირს, ანა ფოქსს, რომლის როლსაც სწორედ ოსკარის მრავალგზის ნომინანტი მსახიობი, ემი ადამსი ასრულებს, აგორაფია — სივრცის, ხალხმრავლობის შიში აქვს, რის გამოც სახლიდან ვერ გადის.

თუმცა, მის გარშემო მაინც საოცრად უცნაური და საშიში ამბავი ვითარდება.

The Woman in the Window — ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი ბესტსელერის მიხედვით გადაიღეს.

ემი ადამსთან ერთად ფილმში მთავარ როლებს ოსკაროსანი ჯულიანა მური და გარი ოლდმანი ასრულებენ, ფილმის რეჟისორი კი ჯო რაიტია, რომელსაც მანამდე გადაღებული აქვს ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა სიამაყე და ცრურწმენა, მონანიება და ანა კარენინა.

ფილმი კინოთეატრებში 2020 წლის 15 მაისს გამოვა.