22 დეკემბერს მთაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა გაიმართება სადაც 200-ზე მეტი მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება ტრადიციულად დეკემბრის მიწურულს ყოველწლიურად ტარდება. საახალწლო ბაზრობაზე მონაწილეობას იღებენ სტარტაპები, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ღვინის, ჩაის, ყველის ნუგბარისა და სხვადასხვა ქართული და არაქართული კომპანიები.

მთაწმინდის პარკის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ საახალწლო საჩუქრები, ყველასგან განხვავებული, ორიგინალური ნივთები და პროდუქტები. 12:00 საათიდან პარკის მთავარ მოედანზე დაგხვდებათ გასართობი პროგრამა, ბენდის კონცერტი, DJ, ანიმატორები, ცხელი სასმელები და კასრებში დანთებული კოცონები მეტი სითბოსთვის.

საახალწლო ბაზრობა 22 დეკემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.