თბილისში, აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა და თოთხმეტი დაშავდა. როგორც On.ge-ს სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს შემთხვევის შედეგად დაშავაბულები თბილისის კლინიკებში არიან გადაყვანილები.

შინაგანა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.