უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევას ალდაგმა ახალი დაფარვები დაამატა
კომპანიებს, რომლებიც "შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის" მიხედვით, ვალდებულნი არიან დააზღვიონ თანამშრომლები უბედური შემთხვევისგან, სადაზღვევო კომპანია ალდაგი ახალ დაფარვებს სთავაზობს.
ალდაგში შეიმუშავეს ერთიანი სადაზღვევო პოლისი, რომელიც თანამშრომელთა დაზღვევის სამ სხვადასხვა პროდუქტს აერთიანებს: უბედური შემთხვევისგან დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და კრიტიკული დაავადებისგან დაზღვევა.
უბედური შემთხვევისგან დაზღვევა სავალდებულო 2019 წლიდან გახდა "შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში" ცვლილების მიხედვით, რომელიც გულისხმობს მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი თანამშრომლების სავალდებულო დაზღვევას.
სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისათვის, მათ შორის ინდმეწარმისთვის, რომელსაც მინიჭებული აქვს მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი.
დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა დაზარალებულისა და დამსაქმებლის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს და გამორიცხავს შემთხვევებს, როდესაც უბედური შემთხვევის პარალელურად დგება მოულოდნელი ფინანსური ხარჯები, რომელთა გადაჭრაც ადამიანებს კრიტიკულ სიტუაციებში უხდებათ.
ალდაგის მიერ კომპანიებისთვის შეთავაზებული სავალდებულო დაზღვევის პროდუქტი ბაზარზე არსებული საუკეთესო შეთავაზებაა. ალდაგის პასუხისმგებლობა განისაზღვრება სადაზღვევო ლიმიტით, რომელსაც მომხმარებელი სურვილის მიხედვით ირჩევს. დაზღვევის ფასი დამოკიდებულია დასაქმებულთა რაოდენობასა და სადაზღვევო ლიმიტზე.
რაც შეეხება ალდაგის ახალ კომპლექსურ შეთავაზებას - უბედური შემთხვევის, სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებებისგან თანამშრომელთა დაზღვევის ერთიანი პოლისის შექმნას, ეს კომპანიებისა და თანამშრომლების საჭიროებების გათვალისწინებით შექმნილი შეთავაზებაა და ის ორივე მათგანის კეთილდღეობასა და წარმატებაზე აისახება.
"ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კავშირი ჩვენს კლიენტებთან და ვცდილობთ ნებისმიერი კორპორატიული პროდუქტი მათ საჭიროებებსა და სურვილებს მოვარგოთ. ვფიქრობთ, რომ კარგია, რომ გვაქვს სავალდებულო დაზღვევის პროდუქტი, რომელიც ეხმარება ზოგადად დაზღვევის კულტურის განვითარებას ქვეყანაში. ჩვენი ახალი ინიციატივის მიზანია, კიდევ უფრო მეტად დავანახოთ კომპანიებს ამ პროდუქტებით სარგებლობის აუცილებლობა და ხელი შევუწყოთ ზოგადად ბიზნესის პასუხისმგებლიანად წარმართვას", — განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები