"ლუკას შემდეგ, იოლი ვერ არის დაგეგმილ საქმეს შუერთდე, მაგრამ ამ პატარებს დიდი ხანია დავპირდი და სიტყვას ვერ გავტეხდი. მეტიც, ცოტა ფეხათრევით წასული, პირველივე ბავშვის დანახვისთანავე მივხვდი, რომ ახლა სწორედ ბრძოლის დროა. მათთვის, ამ ცოცხალი ანგელოზებისთვის. თუ საჭიროა, ღიმილიც უნდა გამოიგონო და დაანახო, რომ ისინი არიან სამყაროს ცენტრი", — წერს ფეისბუქზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ფოტო: გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze

ფოტო: გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze

ფოტო: გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze

ეკვილიბრიუმი პირველად ეწვია ზესტაფონს და საბავშვო ბაღ "ნეკას". შემდეგ კი ქუთაისში, პატარა ბარბარეს, რომელიც წიგნებზე ოცნებობდა, სახლში პატარა საბავშვო ბიბლიოთეკა მოუწყო.

ბოლოს კი გიორგი კეკელიძე ქუთაისის ოცდამეოთხე სკოლის მეორე კლასელებსაც შეხვდა.