საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრსა და საქართველოში გავრილოვის ჩამოყვანასთან დაკავშირებულ ზაქარია ქუცნაშვილს კომუნიკაციების კომისიის წევრობა უნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ამ თანამდებობის დაკავების სურვილი სულ ხუთმა პირმა გამოთქვა. ესენი არიან: ნათია კუპრაშვილი, ბეგლარ ლოგუა, ნინო ქუბინიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და ხათუნა მაისაშვილი.

ქუცნაშვილმა რამდენიმე კვირის წინ, კომუნიკაციების კომისიის კიდევ ერთი წევრის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის დროს On.ge-ს უთხრა, რომ ჯერ ამ თანამდებობის დაკავების სურვილი არ ჰქონდა.

კომუნიკაციების კომისიის წევრის თანამდებობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. კომისიის წევრებს ყოველწლიურად, საშუალოდ, 200 ათასი ლარი აქვთ შემოსავალი. ამ თანამდებობაზე პირს საქართველოს პარლამენტი ნიშნავს, სადაც უმრავლესობით ქუცნაშვილის თანაგუნდელები არიან წარმოდგენილი.