საახალწლო არდადეგებზე ალბათ ისევ აუცილებლად უყურებთ Love Actually-ს და ფილმის ბედნიერი და ადამიანური მომენტები კიდევ ერთხელ აგიჩუყებთ გულს.

თუმცა, ჩვენ, ვინც ტვიტერზე გავირუსებული ტვიტი ვნახეთ, რომანტიკულ კომედიას სულ ახალი თვალით შევხედავთ — უფრო 2003 წლის ფილმის ორ გმირს, რომლებიც მომავალში წარმატებული მსახიობები გახდნენ.

დროა დავკონკრეტდეთ — ამის მიზეზი ისაა, რომ კირა ნაიტლი ტომას ბროდი-სანგსტერზე 5 წლით უფროსია!

შოკისმომგვრელ ამბავს ფარდა ლონდონში მცხოვრებმა მსახიობმა, მადელაინ ლოიდ-ჯონსმა ახადა.

ფილმში ტომასი 13 წლისაა, კირა ნაიტლი კი — 18-ის. ტომასი უსაყვარლესი სემის როლს ასრულებს, რომელიც თანასკოლელი ქრაშისთვის თავის მოსაწონებლად დრამზე დაკვრას სწავლობს. კირა კი ახალდაქორწინებული ჯულიეტის როლში გვევლინება, რომელზეც მისი ქმრის მეგობარი უიმედოდაა შეყვარებული.

ტვიტმა 100 ათასზე მეტი ლაიქი და უამრავი გაოგნებული რეაქცია მიიღო.

"დავგუგლე და მაინც არ მჯერა, იმის მიუხედავად, რომ ვიცი, ეს სიმართლეა"

"ტომასი 5 წლისას ჰგავს და კირა 25 წლისას"

ზოგმა ეს ამბავი იმის ხაზგასასმელად გამოიყენა, რომ დრო მართლაც ძალიასწრაფად გავიდა:

"ეს ორივე წელი კარგად მახსოვს და თავს ახლა მოხუცად ვგრძნობ"

კიანუ რივზის ფანებმა კი დრო იხელთეს და ტვიტერის აუდიტორიის განსაცვიფრებლად მის უბერებლობის ნიჭს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი:

"სულ მაოცებდა ხოაკინ ფენიქსისა და კიანუ რივზის 1989 წლის საერთო ფილმის ფოტოები და მათი ახლანდელი სურათები"

თავად ტვიტის ავტორი ბაზფიდთან ამბობს, რომ მას ის უფრო აოცებს, რომ კირასა და ტომასს შორის ასაკობრივი სხვაობა უფრო მცირეა, ვიდრე მრავალ წყვილს შორის.

სწორედ ბაზფიდმა აღმოაჩინა, რომ იგივე ამბავი ერთი წლის წინ Tumblr-ის მომხმარებელმა გაამჟღავნა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ ძალიან დაკავებულები ვიყავით სხვა სოციალური ქსელების სქროლვით და ყველაფერი გამოგვეპარა.

სხვა რა დაგვრჩენია, სანამ შობის განწყობა ყველა ჩვენგანის გარშემო ტრიალებს, Love Actually-ის საყურებლად ნებისმიერი დრო გამართლებულია.