17 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" ფეხბურთელებისთვის სამკითხველოებს მოაწყობს, დინამოს უმდიდრესი არქივი (ფოტოები, ბილეთები, პლაკატები და ა.შ.) კი ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ მისამართზე მოიყრის თავს.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

"ისევე როგორც ზოგადად ქვეყნის, ასევე დინამო თბილისის მომავალიც ახალგაზრდებსა და ბავშვებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი აკადემიის მოსწავლეებმა ფეხბურთის სწავლის გარდა, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა საკითხებში, ამაში კი ბიბლიოთეკაზე და ზოგადად წიგნზე მეტად ვერაფერი დაეხმარებათ. ვფიქრობთ, რომ მწვანე მინდორს მიღმა ჩატარებული ნებისმიერი სასარგებლო ღონისძიება, შედეგს სწორედ მწვანე მინდორზე დადებს, ბიბლიოთეკის მოწყობაზე მეტად სასარგებლო კი რთულად წარმომიდგენია რამე იყოს მომავალი თაობისთვის. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასა და მის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რითიც მთელი ქვეყანა ვამაყობთ და იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი ეს მემორანდუმიც გარკვეული დროის შემდეგ საამაყოთა კატეგორიას შეუერთდება" - განაცხადა "დინამო თბილისის" მარკეტინგის მენეჯერმა ლუკა გვაზავამ.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა