უკვე მეორე წელია, რაც ფეისბუქისა და მესენჯერის მოსახლეობისთვის გიფების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. პოლიტიკურ მოვლენებზე, სტატუსებზე, მეგობრების ფოტოებზე, მესიჯებზე დამოკიდებულებებისა და აზრების გამოსახატავად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გიფებს იყენებს.

ჩვენი რეაქციების გახსენებით კი სიტუაციის შეფასება ძალიან მარტივია. სწორედ ასე მოიქცა Giphy-იც, რომელმაც 2019 წლის განმავლობაში 25 ყველაზე ხშირად ნანახი და გამოყენებული გიფი გამოაქვეყნა იმის გასახსენებლად, თუ როგორი წელი ჰქონდა მსოფლიოს. აი ისინიც:

1. დრეგ ქუინი ჟასმინ მასტერსი — 419,1 მილიონი ნახვა

2. Shameless-ის ბრაზიანი პერსონაჟი — 382,1 მილიონი ნახვა

3. ნიკ ჯონასის Hi — 289,1 მილიონი ნახვა

4. მხოოლოდ პოზიტიური მუხტებიიი — 261,6 მილიონი ნახვა

5. ყოჩაღ! — 259,6 მილიონი ნახვა

6. აღტაცებული აპლოდისმენტი — 197,3 მილიონი ნახვა

7. მადლობა ჯონ ვიკისგან — 195,4 მილიონი ნახვა

8. შეყვარებულების გიფი — 181,6 მილიონი ნახვა

9. "შანსი არ არის!" — 179 მილიონი ნახვა

10. Khalid-ის განწყობა — 169,7 მილიონი ნახვა

11. ფიბის ინდეფერენტული განწყობა — 168,5 მილიონი ნახვა

12. ჯეკ ნიკოლსონის ღიმილის "ქავერი" — 162,3 მილიონი ნახვა

13. აკიტას თვალები TikTok-დან — 158,9 მილიონი ნახვა

14. "უხერხულობისგან გავქრი" — 151,5 მილიონი ნახვა

15. კიტ ჰარინგტონის თვალის ჩაკვრა — 146,5 მილიონი ნახვა

16. მიმების სქროლვის დრო! — 146,3 მილიონი ნახვა

17. პოპკორნის სცენა Killing Eve-დან — 144,3 მილიონი ნახვა

18. Nope — 140,7 მილიონი ნახვა

19. შთაბეჭდილება ვერ მოახდინეთ — 136 მილიონი ნახვა

20. სიყვარულები ვარდისფერი გოჭისგან — 135,1 მილიონი ნახვა

21. WOW! — 134,4 მილიონი ნახვა

22. მორიგი ცეკვის გიფი მაღალ ქუსლებზე — 133,9 მილიონი ნახვა

23. Lizzo-ს "რას ვიზამთ" რეაქცია — 133,4 მილიონი ნახვა

24. ფუუუუუუუუფ! — 133 მილიონი ნახვა

25. Yes! — 130,7 მილიონი ნახვა