Watchmen-ის შემქმნელი დეიმონ ლინდელოფი სერიალის გაგრძელებას არ გამორიცხავს
2019 წლის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სატელევიზიო შოუ HBO-ს ახალი სერიალი Watchmen-ია, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე 2009 წელს გადაღებული გახმაურებული ფილმის ერთგვარ სიქველს წარმოადგენს.
15 დეკემბერს სერიალის პირველი სეზონი მეცხრე ეპიზოდის გამოსვლით დასრულდა. გარდა იმისა, რომ სერიალმა არაერთი კრიტიკოსის დადებითი შეფასება დაიმსახურა და მაყურებლების დიდმა ნაწილმაც შეიყვარა, ის HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი გახდა: მისი ბოლო ეპიზოდი პირდაპირ ეთერში 1.6 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.
HBO-ს მონაცემებით სერიალის თითოეული სერია დაახლოებით შვიდმა მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც სადებიუტო სერიალის პირველი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესი მაჩვენებელია: უკეთესი შედეგი მხოლოდ 2017 წელს გამოსულ სერიალ Big Little Lies ჰქონდა.
ამ ყველაფრისა და სეზონის შთამბეჭდავი ფინალის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მაყურებლები შოუს გაგრძელებას მოუთმენლად ელიან, თუმცა სერიალის მთავარმა სცენარისტმა, დეიმონ ლინდელოფმა ჯერ კიდევ სეზონის დამთავრებამდე განაცხადა, რომ მას Watchmen-ის სიუჟეტური ხაზი მხოლოდ ერთ სეზონზე ჰქონდა გათვლილი და გაგრძელებაზე არ ფიქრობდა.
მიუხედავად ამისა, შოუ იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ, ალბათ, HBO ასე მარტივად არ დააპირებს ამ წარმატებული პროექტის ასე მალე დასრულებას. სულ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში დეიმონ ლინდელოფმაც სწორედ გაგრძელების შესაძლო ალტერნატივებზე ისაუბრა:
"ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუ შემდეგი სეზონი იქნება, საერთოდ როგორი უნდა იყოს ის? არ ვამბობ, რომ მე ეს არ მსურს ან შოუ საერთოდ არ უნდა გაგრძელდეს, უბრალოდ ყველა იდეა, რაც კი აქამდე მქონდა, პირველი სეზონისთვის დავხარჯე. შესაბამისად, რამდენიმე თვე მაინც დამჭირდება, რომ შესაძლო ახალ იდეებზე კარგად დავფიქრდე".
როგორც აღმოჩნდა, Lost-სა და Leftovers-ს სცენარის ავტორს თავადაც სურს, რომ Watchmen-ის გაგრძელება იხილოს:
"HBO-ს ვეთანხმები, რომ სერიალი უნდა გაგრძელდეს. შეიძლება ეს ერთი, ორი ან თუნდაც ოთხი წლის შემდეგ მოხდეს, მაგრამ მაინც ძალიან მინდა ვნახო ამ ისტორიის გაგრძელება. ყოველთვის ვამბობდი, რომ Watchmen-ს ისეთ შოუდ წარმოვიდგენდი, როგორიცაა Fargo ან True Detective. ანთოლოგია შესაფერისი გამოსავალი იქნება, რომელიც სხვადასხვა პერსონაჟების ან სულაც განსხვავებულ დროში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს".
როგორც ჩანს, სკეპტიკური მოლოდინების მიუხედავად, საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული სატელევიზიო შოუს გაგრძელება უახლოეს წლებში კვლავ ვიხილოთ.
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
კომენტარები