თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე ახალი სამხედრო ქალაქის მშენებლობა დააანონსა. მისი თქმით, სამხედროები ბინებს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ და საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება, დაახლოებით, 100 დოლარი იქნება.

მინისტრმა თქვა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ბინის ყიდვა ათასამდე სამხედროს შეეძლება.

"კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობა ჩვენი უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს. რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას. თანხის გადასახდელად სამხედროებს ექნებათ საშუალება არა საბანკო გარანტიებით და მაღალი პროცენტებით, არამედ სრულიად უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებელებენ", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის სამინისტრო ბინებს მანამდეც გადასცემდა. თუცმა, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, წინა შემთხვევებში თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს ბინების ღირებულების 40%-ს უფინანსებდა.