თიბისის ბიზნეს დაჯილდოება დასრულდა. წლის მთავარი ბიზნეს ღონისძიება ჯანსულ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები დაასახელეს.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები სამი ჯილდოდან ერთ-ერთს ირჩევენ. ეს სამი პრიზია:

  • ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი;
  • ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია;
  • პროგრამული უზრუნველყოფა.

ვინ შეაფასა მონაწილეები?

ჟიურის წევრები იყვნენ არა მხოლოდ დარგის ექსპერტები, არამედ წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროში. მათი ვინაობა შეგიძლიათ ამ სტატიაში ნახოთ.

ფოტო: On.ge

საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება

ამ ნომინაციაში შეფასების კრიტერიუმები იყო ზრდის პოტენციალი, განსხვავებულობა, სანდოობა, ხარისხი და ცნობადობა.

  • სამოსელი პირველი
  • ალაზნის თავი
  • სოფლიდან.ჯი

საუკეთესო სტარტაპი

საუკეთესო სტარტაპის კატეგორიაში ყურადღებას აქცევდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, ბრენდის უნიკალურობას, მომხმარებლებთან კომუნიკაციის სტილსა და ზრდის პოტენციალს.

  • Phubber

  • Profy

  • Tripcars

განსაკუთრებული ზრუნვა თანამშრომლებზე

ამ კატეგორიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა თანამშრომლებისთვის მოწყობილ აქტივობებს, პიროვნული თუ პროფესიული ზრდისთვის შექმნილ გარემოსა და სამუშაო პირობებს.

  • მიკროგრინი

  • Wonderland

  • ვიაიპი სეკრეტარი

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა

ამ კატეგორიაში მონაწილეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებაში, როგორებიცაა: განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა და სხვა.

  • Plasticwatcher.ge

  • სოციალური საწარმო დადარი

  • ნატა ბუაჩიძის სტუდია

საუკეთესო ინოვაცია

ეს ნომინაცია სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ბიზნესში, ინოვაციები და ტექნოლოგიური სიახლეები უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი კომპონენტია.

  • ველი (Wely)

  • Optio.Ai

  • იურიდიული საკონსულტაციო სააგენტო CCLA და მათი LawBot

ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას გადაეცა.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2016 წლიდან ტარდება და ამ ხნის განმავლობაში 1500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. #გააზიარეწარმატება ბიზნესდაჯილდოების მთავარი სლოგანია, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს გაუზიარონ საკუთარი წარმატების ისტორია დამწყებ მეწარმეებს.