შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს
ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ქართულმა ოცნებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარე გახდა. როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ის ერთხმად აირჩიეს.
დღესვე, 16 დეკემბერს სისხლის სამართლის პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი და ლალი ფაფიაშვილი.
ყოფილი გენერალური პროკურორისა და ახლა უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს. თადუმაძის დიპლომზე საუბრობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, ისე ოპოზიცია. დოკუმენტების მიხედვით, თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.
შალვა თადუმაძე ამბობს, რომ მან ინსტიტუტში 16 წლის ასაკში 1994 წელს ჩააბარა, იმავე წელს, რა წელსაც დაარსდა სასწავლებელი. მისივე მტკიცებით, 1998 წელს მან ხუთწლიანი სასწავლო კურსი ექსტერნად დაასრულა. თადუმაძის განმარტებით, დიპლომში ჩაიწერა ინსტიტუტის დასრულების თარიღი და სასწავლო კურსის ხუთწლიანი ხანგრძლივობა, რამაც ორაზროვნება გამოიწვია.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები