ჯერ არდაბადაბული ბავშვის სქესის წინასწარ გაგება ერთ-ერთ ყველაზე სასიხარულო და მაგიურ მომენტია.

მათ შორის დღესასწაულების მოყვარული ამ ოკლაჰომელი წყვილისთვისაც, რომელმაც გადაყწვიტა, რომ შვილის სქესი საშობაო განათებებით გამოავლინა.

ქრისტინამ და დევიდმა ფეისბუქზე სახალისო ვიდეოც დადეს, სადაც საშობაო დეკორაციაზე გაკეთებული წარწერა "ბიჭია თუ გოგო?" ჩანდა იქამდე, სანამ ყველაფერი ვარდისფრად არ განათდა და გაჩნდა წარწერა — "ის გოგოა".

"ბავშვის სქესი წინასწარ ვიცოდით, საშობაო განათებები კი დაგვეხმარა, რომ ჩვენი ოჯახის წევრები გაგვეხარებინა", — ამბობს მომავალი დედა.