ჩვენს მკითხველს ცხოველებს შორის არაერთი უჩვეულო და გულისამაჩუყებელი მეგობრობის შესახებ წაუკითხავს. თუმცა, დღეს მათ შორის ყველაზე განსაკუთრებულ ისტორიას მოგიყვებით.

სამხრეთ აფრიკაში ობოლი ჟირაფი იპოვეს, რომელიც სულ რაღაც 10 დღის დაბადებული იყო. თავშესაფარში გადაყვანის მომენტიდან კი მასზე იმ ცხოველმა დაიწყო ზრუნვა, რომელსაც ჩვენ, ადამიანები, ძალიან სამართლიანად მივიჩნევთ ჩვენს ერთგულ მეგობრად.

ამ მზრუნველ ძაღლს მონადირე ჰქვია და მას ერთი ნახვით შეუყვარდა პატარა ჟირაფი, რომელსაც ჯეზი დაარქვეს — ისიც საკმაოდ მეგობრული აღმოჩნდა და ძაღლის მიერ შეთავაზებულ "მეურვეობაზე" სულაც არ უთქვამს უარი.

ჯეზი ადგილობრივმა ფერმერმა ველურ ბუნებაში იპოვა, როდესაც ის სრულიად მარტო იყო და გაუწყლოება სჭირდა. კაცმაც არ დააყოვნა და დაუყოვნებლივ დახმარება ითხოვა.

ჟირაფი დღეს გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და რაც მთავარია, თავის ახალ მეგობართან ერთად იმდენი გასართობი აქვს, რომ მოსაწყენად დრო საერთოდ არ რჩება.