სულ ცოტა ხანია, რაც სერიალ Marvelous Mrs. Maisel-ის მესამე სეზონი გამოვიდა და მისმა მწარმოებელმა კომპანიამ, Amazon-მა უკვე დაადასტურა, რომ სერიალის მეოთხე სეზონსაც მალე ვიხილავთ.

2017 წელს გამოსული ეს სერიალი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სატელევიზიო შოუა, რომელმაც უკვე მოახერხა და მაყურებლებთან ერთად კრიტიკოსების გულებიც მოინადირა: Marvelous Mrs. Maisel ისეთი მნიშვნელოვანი დაჯილდოებების პრიზირი გახდა, როგორებიცაა ოქროს გლობუსი, ემი და Critics' Choice Awards.

Amazon-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სერიალი გასაოცრად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა მათთვის:

"The Marvelous Mrs. Maisel მსოფლიო მოვლენად იქცა და მესამე სეზონი პირველ კვირაში ყველაზე მეტმა მაყურებელმა ნახა", — აცხადებს კომპანიის დირექტორი, ჯენიფერ სალკი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ემი შერმან-პოლადინოს პროექტი შემდეგი სეზონითაც დაგვიბრუნდება.

"მოხარულები ვართ, რომ Prime Video-ის მომხმარებლები მიჯის ისტორიის გაგრძელებას იხილავენ", — განაცხადა Amazon Studios-ს დირექტორმა, ჯენიფერ სალკიმ.

სერიალის მეოთხე სეზონს, სავარაუდოდ, 2020 წელს ვიხილავთ.