აღმოსავლეთ პარტნიორობას მნიშვნელოვანი ინვესტიციები სჭირდება — ფონდ ღია საზოგადოების დოკუმენტი
"არალეგულარული მიგრაცია ე.წ. ტვინების გადინების პროცესი, ევროსკეპტიციზმისა და პოპულიზმის მზარდი ტენდენცია, რომელსაც ემატება რუსეთის პირდაპირი და ირიბი გავლენები", — ამ გამოწვევებზე საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული განვითარების დოუკუმენტში. იგი ფონდ ღია საზოგადოება საქართველომ, ხუთ ანალიტიკურ ორგანიზაციასთან ერთად მოამზადა.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა როგორც პოლიტიკური პროექტი ევროკავშირის და წევრი ქვეყნების მხრიდან მნიშვნელოან ინვესტიციას საჭიროებს. აღნიშნული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს, როგორც ინდივიდებში, ასევე ინფრასტრუქტურის განსავითარებლად", — ნათქვამია დოკუმენტის შესავალ სიტყვაში.
დოკუმენტი აღწერს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აღმოსავლეთის პარტნიორობა ისე, რომ მან მონაწილე ქვეყნების მოლოდინი გაამართლოს. კვლევის ავტორები მიუთითებენ კონკრეტულ ქმედებებზე, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს, როგორც ევროკავშირმა, ისე პარტნიორმა ქვეყნებმა:
- "ვაჭრობასა და ენერგეტიკის პოლიტიკაში ინვესტირება შესაძლოა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა გახდეს;
- მომავალი ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შენარჩუნების პარალელურად ქვეყნების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბება და დიფერენციაცია;
- ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ინდივიდუალური პოლიტილური მიდგომები უნდა შესთავაზოს ამ სახელმწიფოების საჭიროებების საპასუხოდ;
- მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შესაძლოა ამ ეტაპზე არ განიხილებოდეს, აუციელებლია რომ ევროკავშირმა უარი არ თქვას საშუალოვადიან პერსპექტივაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ამ პერსპექტივის აღიარებაზე;
- საჭიროა, პარტნიორმა ქვეყნებმა მართონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინები;
- საჭიროა, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნირობის შიგნით "2-სიჩქარიანი ინტეგრაციის" პროცესის შექმნას შეუწყოს ხელი. ისეთ ქვეყნებს, როგორებიც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან, უფრო მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცეთ;
- აუციელებელია, რომ ისეთ სექტორებში როგორებიც ვაჭრობა და უსაფრთხოებაა ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ინტეგრაციის განსხვავებული მოდელი შესთავაზოს;
- საჭიროა "მეტი მეტისთვის" პრინციპის შენარჩუნება აზერბაიჯანის, ბელასურისა და სომხეთისთვის, რათა მათ უპასუხონ ამ ქვეყნებში არსებულ დემოკრატიულ გამოწვევებს;
- ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს პირობითობის პრინციპი, რაც ნიშნავს რომ ევროკავშირის მხრიდან პარტნიორი ქვეყნის დახმარება, მხოლოდ გარკვეული წინასწარ შეთანხმებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება;
- მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს პარტნიორ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და გააძლიეროს ისინი, რათა მათ უფრო ეფექტურად მოახერხონ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი. სწორედ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი პარტნიორ ქვეყნებში;
- ევროკავშირმა უნდა შეძლოს შიდა კრიზისებისა და გარედან, კერძოდ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალება, რომელიც თავის მხრივ ყველანაირად ცდილობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განადგურებას".
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
კომენტარები