დღეს, 16 დეკემბერს მეტროსადგურ სადგურის მოედნის მეორე ხაზზე, მატარებლის ლიანდაგში კაცი ჩავარდა. სატრანსპორტი სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ მგზავრი, სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობით ჩავარდა, მას შემდეგ, რაც ვაგონი დატოვა.

სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, კაცი მაშინვე ამოიყვანეს სადგურზე, იგი დაშავებული არ არის.