დიდი და მნიშვნელოვანი დღე გამოდგა. ოკუპაციის ხაზთან, რაღაც მაგიით, მოვახერხეთ და პირველად შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც გუშინ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ და ხვალაც ასე იქნებიან: პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების გამო. ეს იყო ოჯახის ერთი მიზანი და შევეცადე, მცირე წვლილი შემეტანა. მადლობა ყველას, ვინც მოვიდა!", — წერს ფეისბუქზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ასევე ის ფიქრობს, რომ უმთავრესი გზავნილი, რაც ცხინვალისკენ თეთრმა ბუშტებმა, თეთრი ხალათით წაიღეს, ასეთია — "ჩვენ ხვალ ამ ცის ქვეშ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა განვკურნოთ და განვიკურნოთ. ვაჟა ექიმი მთავარ ადამიანთაგანი იქნება ამ საქმეში. ის მალე, ძალიან მალე უნდა დაუბრუნდეს მის შესანიშნავ, ძალიან ღირსეულ ოჯახს!".

დღეს, 15 დეკემბერს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საოკუპაციო ხაზთან აქცია იმართება.