შენ, რომელმაც ამ სტატიის კითხვა ეს-ესაა დაიწყე, იცოდე, რომ "კლიპარტის" ექსპერიმენტში მონაწილეობ.

Spotlight 2019 უკვე რამდენიმე საათია, დაიწყო. გამორჩეული სპიკერები, შთამაგონებელი ისტორიები, მოტივაციით სავსე გარემო და საინტერესო თემატიკა — "ერთიანობა"! - ამ ყველაფერს უკვე დილიდან ეცნობით.

2019 წლის მთავარი მარკეტინგული ამბები "რედისონ ბლუ ივერიაში" ჯამდება. ღონისძიების მხარდამჭერი კი, ტრადიციულად, "საქართველოს ბანკია".

ფოტო: კლიპარტი

ღონისძიების მთავარი თემაა "ერთიანობა" – სიტყვა, რომელიც, სიმარტივის მიუხედავად, ყველას თავისებურად ესმის – ზოგს პირველი გუნდური მუშაობა ახსენდება, ზოგს - მეგობრული ერთიანობა, ზოგი კი ერთიანობას სამშობლოს კუთხით განიხილავს. სპიკერები "სფოთლაითის" სცენიდან ერთიანობაზე, მის მნიშვნელობასა და გაგებაზე საუბრობენ.

ახლა კი უფრო დეტალურად ექსპერიმენტის შესახებ: რამდენიმე წუთის წინ "სფოთლაითის" ერთ-ერთი სპიკერის, თამთა კალანდაძის გამოსვლა დასრულდა. თამთას გამოსვლის მთავარი თემა იყო: "მარკეტინგი 1 ლარად" - როგორ უნდა მოიქცეს ბრენდი, რომ მედია მხარდაჭერა, ანუ "კლიპარტი", არ დასჭირდეს".

ორიოდე სიტყვით ჩვენ შესახებაც მოგითხრობთ: "კლიპარტი" არის მარკეტინგული გუნდის დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ვართ კონსულტანტები და იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ამ პერიოდში უამრავი პროექტიდან დაგვიგროვდა, შეგვიძლია, საუკეთესო რეკომენდაციები მივცეთ ბიზნესს - რომელ მედიაში განათავსოს რეკლამა, რა იქნება უფრო შედეგიანი, როგორ მოახერხოს ფინანსების მინიმალიზაცია და ა.შ. თამთას "სფოთლაითის" თემაც სწორედ ამას შეეხო – როგორ შეიძლება ბიზნესმა არ დახარჯოს მედიაში ფული.

ფოტო: კლიპარტი

"კლიპარტი" დამკვეთი კომპანიისთვის არ არის მარკეტინგული ან პიარჯგუფის სრული ჩანაცვლება ან ვინმესთან კონკურენცია, ეს გახლავთ ძალების გაერთიანება საერთო მიზნისთვის.

"ძალა ერთობაშია და არა ერთნაირობაში" – ასე დაასრულა ნიკა გუჯეჯიანმა თავისი გამოსვლა "სფოთლაითზე". და მართლაც, ინდივიდუალურად შეიძლება, ყველა ძალიან ნიჭიერები და წარმატებულები ვიყოთ, მაგრამ, როდესაც ძალებს ვაერთიანებთ, სულ სხვა სიმაღლეებზე ასვლა და მიუწვდომელი მწვერვალების დაპყრობაც შესაძლებელია.