ლაშა ბექაური, რომელიც ქართულ პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, ჩინეთის მასტერსის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

მან 90-გილოგრამიან წონით კატეგორიაში ესპანეთის წარმომადგენელი, ასევე ქართველი სპორტსმენი ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

ლაშა ბექაურმა სამართალდამცავები ძალადობაში რამდენიმე დღის წინ დაადანაშაულა და Facebook-ზე ვრცელი პოსტი დაწერა. თუმცა პოსტი ბრალდების გაჟღერებიდან ორ საათში აღარ იძებნებოდა.

"გაუგებრობა იყო, ნუღარ მკითხავთ ნურაფერს... არაფერი, გაუგებრობა იყო, ნუღარ მისვამთ კითხვებს... არაფერი აღარ მიწერია, წაშლილია ყველაფერი... მეც კარგად ვარ, არაფერი არ მომხდარა", — უთხრა 19 წლის სპორტსმენმა TV პირველის ჟურნალისტს და არც ერთ დასმულ კითხვას არ უპასუხა.