თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა, სხვებსაც აყენებს შეურაცხყოფას. სხვადასხვა პოსტებში ის ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებსაც აგინებს.

დღევანდელ პოსტში მან აგინა ევროპული საქართველოს დეპუტატს, ლელა ქებურიას, რომელზეც ამტკიცებს, რომ პარლამენტში მძაფრი სუნის მქონე სითხე დაასხა.

ფოტო: კადრი ეკრანიდან / ერეკლე კუხიანიძის FB

ის დამამცირებლად მოიხსენიებს ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც.

ფოტო: კადრი ეკრანიდან / ერეკლე კუხიანიძის FB

ფოტო: კადრი ეკრანიდან / ერეკლე კუხიანიძის FB

გარდა ამისა, მან გამოაქვეყნა რამდენიმე პოსტი, რომელშიც TV პირველის ჟურნალისტს ვახო სანაიას შეურაცხყოფას აყენებს მისი საქმიანობის გამო.

ფოტო: კადრი ეკრანიდან / ერეკლე კუხიანიძის FB

ფოტო: კადრი ეკრანიდან / ერეკლე კუხიანიძის FB

მისი კრიტიკისა და ლანძღვის ობიექტები გახდნენ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და გამოცემა ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილიც.

ფოტო: კადრი ეკრანიდან / ერეკლე კუხიანიძის FB

საკრებულოს წევრი შეურაცხყოფას აყენებს სამოქალაქო აქტივისტებსაც, რომლებმაც თბილისის მერის ჟესტი პირდაპირ ეთერში გააპროტესტეს.

ფოტო: კადრი ეკრანიდან / ერეკლე კუხიანიძის FB

კუხიანიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესაც, რომელმაც აქციის დაშლის დღეს პროტესტი მონაწილეებს ბიბლიოთეკაში თავის შეფარება შესთვაზა.

ფოტო: კადრი ეკრანიდან / ერეკლე კუხიანიძის FB